პროექტის სახელწოდება: ნარკომანია
პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეებმა შეისწავლეს თემა: ალკოჰოლიზმი,ნარკომანია და თამბაქოს მოწევა“. ამ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებს გააუჩნდათ იდეა გაეკეთებინათ პროექტი, „ნარკომანია სირცხვილია“.
პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია. იმით რომ, ეს საკითხი თანამედროვე საზოგადოების პრობლემაზეა ორიენტირებული.
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია სოციალური თვითშეგნების
ამაღლება. განუვითარდეს ურთიერთთანამშრომლობისა, პრობლემის გადაჭრისა და კვლევა–ძიების უნარი.
მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: ხუთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები: ხელს შეუწყოფს საზოგადოების გარკვეულ ნაწილის შეხედულებების შეცვლას ნარკომანიის წინააღმდეგ.ეს მოსწავლეები მაგალითს მისცემენ სხვა კლასის მოსწავლეებს მსგავსი პრობლემის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.სრული ინფორმაციის მიღება ნარკომანიის შესახებ, ბუკლეტების შექმნა.
პროექტისადმი საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტორი; მონიტორი; ინტერნეტი; ვიდეო მასალრბი; თაბახის ფურცელი, მარკერი; საწერი კალამი.
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ნარკომანიასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა გზით. ამ პროექტის განსახორციელებლად თვითონ დაიყვნენ სამ ჯგუფად.
I ჯგუფი: შეიმუშავებს კითხვებს ნარკომანიის შესახებ და ინტერვიუს სახით გააკეთებენ გამოკითხვას მოსახლეობასთან. ინფორმაციას წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
II ჯგუფი: ნარკომანიის შესახებ გამოიკვლევს სტატისტიკურ მონაცემებს, თუ როგორია წინა წლებთან დაკავშირებით.გაიზარდა თუ შემცირდა ნარკტიკის მომხმარებლის რაოდენობა. ამ ინფორმაციას ისინი საავადმყოფოებისა და საპატრულო პოლიციის მეშვეობით გაიგებენ.ინფორმაციას წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
III ჯგუფი: ინტერნეტის მეშვეობით იღებს ინფორმაციას, თუ როგორი ნივთიერებაა ნარკოტიკი და რა ცვლილებას იწვევს ის ადამიანის ორგანიზმში. ინფორმაციას წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
მოპოვებული ინფორმაციის შემდეგ მთელი კლასი აკეთებს პლაკატებს „ ნარკომანია სირცხვილია“. ამ პლაკატებს მოსწავლეები სკოლის კედლებზე გამოაკრავენ.
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას ჯგუფების მიხედვით მოპოვებული ინფორმაცია შეაჯერონ და პრეზენტაციის სახით წარმოადგინონ.
საგანი/ საგნობრივ ჯგუფთან კავშირი: სამოქალაქო განათლება.
პროექტის ვებ–გვერდი: lelajaxua.blogspot.com